„ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა.
„ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერები. თითქმის ყველა ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ჭრილში მოიაზრება, არის პოლიტიკური ქულების არმქონე, ძალიან დაბალი რეიტინგის მქონე. ოპოზიცია ცდილობს, რაღაც სახით ვინმე გაალიდეროს. ხელმოცარული პრეზიდენტი გადადგება და ოპოზიციის ლიდერი გახდება, რის იმედი აქვთ? ის ხელმოცარულობას მას იქ არ გაყვება და იქაც ხელმოცარული არ იქნება? ეს არის ის ხავსი, რომელსაც ოპოზიცია ეჭიდება“, – თქვა მათიკაშვილმა.