აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს წარმატების მიღწევა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა განაგრძოს მარცხი. ამას თუ არ გავაკეთებთ, პუტინს უფლება ექნება, დაუსჯელად იმოქმედოს, რაც გახსნის აგრესიის პანდორას ყუთს მთელ მსოფლიოში. სხვა შესაძლო აგრესორები შეხედავენ, ისინი ისწავლიან ამ გაკვეთილს“, – განაცხადა ბლინკენმა.