თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდაპარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობისთვის. ვერ გაინაწილეს და ვერ გაიყვეს, თუმცა რა ვერ გაიყვეს, არ ვიცი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პარტიაზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად იქნება და როგორ იქნება, ვფიქრობ ეს არც მე და საზოგადოების დიდ ნაწილსაც დიდად არ აინტერესებს“, – განაცხადა კალაძემ.