„ქართული ოცნების“ წევრმა, ბეჟან წაქაძემ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა.
ის გამოეხმაურა მმართველი გუნდის ბოლოდროინდელ ვარაუდს, რომლის მიხედვითაც, არჩევნებამდე ზურაბიშვილი გადადგება და ოპოზიციიდან იბრძოლებს მთავრობის შესაცვლელად.
„ჩვენთვის ის უკვე გადაყენებულია, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და დღესაც არღვევს. ხალხს არ ხვდება, ის ხვდება მხოლოდ იმ ხალხს, რომელიც ოპოზიციაშია და მათ ლიდერებს, სხვა არავის ხვება. ჩემს სოფელში არ ყოფილა, ჩავიდნენ და სოფლებში გაესაუბრონ ხალხს. ასეთი ძლიერები არ ვყოფილვართ, როგორც დღეს ვართ. გადახედეთ ქვეყანაში რა ხდება: მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა. გაივლის ერთი წელი, ერთი წლის შემდეგ შევხვდეთ და გავისაუბროთ“, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.