პარტია „ლელოს“ განცხადებით, საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი.
„საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, შესაძლებელია და გარდაუვლად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს 1000 ლარიანი პენსია. დღეს ქართველ პენსიონერს არ აქვს შესაძლებლობა გაუძლოს იმ მინიმალურ გამოწვევებს, რომელიც მას ყოფით ცხოვრებაში აქვს. ქართული ოცნება ზრუნავს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე და საკუთარ ჯიბეზე.
ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არის დღეისთვის უკვე დათვლილი, შეფასებული ეკონომისტების მიერ და 2024 წლიდან შესაძლებელია და გარდაუვალია, რომ პენსია გაიზარდოს”, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძე.