ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ღამით ორი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში ღამით ორი ადამიანი დაჭრეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა “მაჭახელას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს და წერს, რომ დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

იტვირთბა....