ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უნდა შევცვალოთ ხელისუფლება არჩევნებზე, ეს არის ერთადერთი რეცეპტი, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება” – ჯაფარიძე

განცხადება “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ “რეაქციაში” გააკეთა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, “ქართული ოცნება” მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჩერებს, რაც მოსახლეობის შემოსავალზე პირდაპირ აისახება. მაგალითად, ანაკლიის პროექტი რომ განხორციელებულიყო, ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ბიუჯეტი დამატებით მიიღებდა ამ პორტიდან 2 მილიარდ დოლარს, შეიქმნებოდა ათი ათასობით სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება “ლელოს” გეგმას, რომ პენსია 1000 ლარამდე გაიზარდოს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ თანხების მობილიზება მოხდება მაგალითად, კორუფციის აღმოფხვრით, ტენდერების ობიექტურად ჩატარებით და ამით მოხდება თანხების დაზოგვა. ჯაფარიძის თქმით, “ლელოს” ამოცანაა, რომ საქართველოს ბიუჯეტი გაორმაგდეს.

უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩევნებზე, ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება და შევძლოთ იმ პროექტების დასრულება, რომელიც შეჩერებული იქნა „ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მიზნებით და აგრეთვე ამას ემატება უუნარობა და შეუფერებლობა ხელისუფლებისთვის, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან, იმიტომ, რომ ესენი არიან შემთხვევითი ხალხი, მათ უკან არის ოლიგარქი, რომელსაც თავისი ქონება შექმნილი აქვს რუსეთში, რუსული სტილით, რუსული მეთოდებით, რუსული მენტალიტეტით და ეს მენტალიტეტი და მეთოდები მან გადმოიტანა საქართველოში და მივიღეთ მოცემულობა, რომ ხელისუფლებაში ეს ადამიანები არიან ოლიგარქი ივანიშვილის ერთგულების პრინციპით არიან. მათ არც ცოდნა და არც უნარები არ გააჩნიათ იმისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო პოზიციებს იკავებდნენ და ქვეყანა ამისთვის იხდის დიდ საფასურს.
რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, შევძელით მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვა, მაგრამ ეს ხომ ამ ხალხისთვის სრულიად უმნიშვნელო გარემოებაა და მოძებნეს მიზეზი, როდესაც გაგიყინეს ანგარიშები და დაიწყეს პოლიტიკური დევნა, თქვეს, რომ ჩვენ თურმე რამდენიმე თვით გადავაცილეთ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც იყო მათ მიერ გამოწვეული, გავიდა 4 წელი და გაპარტახდა იქ ყველაფერი. მივიღეთ ის ვითარება, რომ 4 წელია, ანაკლიის პორტი გაყინულია.

სამწუხაროა, მაგრამ კიდევ 11 თვე არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ კიდევ ხელისუფლებაშია, ამ 11 თვის განმავლობაში უნდა შევეცადოთ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოს ჩვენს ქვეყანას. დამისვით კითხვა, რატომ არ აკეთებს „ქართული ოცნება“ – იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი არ ემსახურებიან საქართველოს, ქართველ ხალხს, ისინი ემსახურებიან რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს და იმიტომ გააჩერეს ანაკლიის პროექტი, იმიტომ გააპარტახეს. ამიტომ აუცილებელია, რომ როგორც კი ჩანაცვლდება ეს ხელისუფლება არჩევნების გზით და იქნება ქვეყნის ინტერესებზე, ეროვნულ სამსახურში მყოფი კოალიციური პროევროპული მმართველობა, რომ ძალიან სწრაფად დავიწყოთ მეგაპროექტების განხორციელება,“ – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

იტვირთბა....