ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვწუხვარ, რომ მათთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია“ – წითლიძე პარტიიდან გასულებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე, ზუგდიდის ორგანიცაზიის წევრების ენმ-დან წასვლას გამოეხმაურა.

წითლიძის თქმით, პარტიიდან წასულებმა საკრებულოს მანდატები უნდა დატოვონ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე, მისი ერთიანობის მანიფესტზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნიკა მელია. ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილზე უფრო დიდი ლიდერი აღმოჩნდა ნიკა მელია, როცა არ გაითვალისწინეს მიხეილ სააკაშვილის არც ერთი განცხადება და მოწოდება ერთიანობასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები თავიანთი პოზიციებით ისედაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ მოდიოდნენ თანხვედრაში პარტიის პოზიციებთან, უბრალოდ ეს დღეს გააფორმეს ასე ოფიციალურად. წარმატებები შემიძლია ვუსურვო და თითოეულს უნდა ესმოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი გაუვლია არაერთხელ. „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არ არის კონკრეტული გვარები, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არის თავის მრავალათასიანი ამომრჩეველი და არის მიხეილ სააკაშვილი.

მინდა მათ მოვუწოდო – თუ თქვენ ბოლომდე გულწრფელები ხართ, რადგან დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე უნდა დატოვოთ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატები საკრებულოებში და „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული თანამდებობები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიების და მაღალი ხელფასები, რომელიც მათ აქვთ მხოლოდ, იმიტომ, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები,“ – განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, ენმ დატოვეს ბათუმის, ზუგდიდისა და ჭიათურის ორგანიზაციისა და საკრებულოს წევრებმა.

იტვირთბა....