ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიათურაში “ნაციონალური მოძრაობა” 5-მა წევრმა დატოვა

ჭიათურაში “ნაციონალური მოძრაობა” გოგი ჩიკვილაძემ, სიმონ ჯაფარიძემ, ქეთი ცხოვრებაძემ, ზურაბ კეთილაძემ და ილიკო ჩიკვილაძემ დატოვეს.

„პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მას შემდეგ მხოლოდ მწვავდება. პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს,“ – აცხადებენ ისინი.

ფოტო: „მთავარი არხი“

იტვირთბა....