ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ალბათ, ენმ-ს ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან“ – სააკაშვილი

საქართვეკის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სოციალური ქსელით ახალი განცხადება გაავრცელა.

„ალბათ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან.
მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.
ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს“, – აღნიშნულია პოსტში.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში პარტია ბათუმისა და ზურგიდიდის ორგანიზაციების წევრებმა დატოვეს.

იტვირთბა....