ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ხელმოწერების შეგროვება ემიგრანტებმა ევროპის 14 ქალაქში დაიწყეს“ – “გირჩი მეტი თავისუფლება” და “დროა”

საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება ემიგრანტებმა ევროპის 14 ქალაქში დაიწყეს.

ინიციატივა „გირჩი მეტი თავისუფლებასა“ და „დროას“ ეკუთვნით.

„საქართველოს საკონსულოები არის ძალიან ცოტა ქალაქებში, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ვერ ახერხებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ წუთის მონაცემებით, აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ირლანდიაში, კანადასა და ბელგიაში, ჯამში 14 ქალაქში, ჩვენი ორგანიზებით უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. თითოეულ ქალაქში, სადაც შეგროვდება მინიმუმ 50 ხელმოწერა, ჩვენი პროცედურებით, გაიზავნება წერილები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში და მოვითხოვთ საარჩევნო უბნების გახსნას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იტვირთბა....