ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი” – ენმ ზურაბიშვილს მათი შეწყალებისკენ მოუწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა საგანგებო ბრიფინგი ჩაატარეს.

მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ძმებ წულუკიძეებისა და ელდარ ანთაძის შეწყალებისაკენ მოუწოდეს.

„კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა სპორტსმენი, პატრიოტი ადამიანების, ძმები წულუკიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო კარგად იცის საზოგადოებამ. მაშინ, როდესაც ხელისუფლების ბერკეტები, რომელშიც არიან დღეს კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლები მამა-შვილი რიჟვაძეები, რომელიც ერთი მთავრობის თავმჯდომარეა და მეორე პოლიციის მაღალჩინოსანი, ეცდებოდნენ ამ ადამიანების მოსყიდვას და თანაც ბიუჯეტის ფულით, ამხილეს ამ ადამიანებმა და ამის შემდეგ დაიწყო მათი დევნა, კლანურმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი და დატოვა პატიმრობაში, როგორც ჩანს ხელისუფლება არ აპირებს და არ ეგუება იმ რეალობას.” – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

შეგახსენებთ, ძმებ წულუკიძეებსა და ელდარ ანთაძეს არეულობის ორგანიზებასა და ძალადობაში სდებდნენ ბრალს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ისინი მამა-შვილ რიჟვაძეების ანგარიშსწორების მსხვერპლნი არიან.

ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები შსს-მ 2021 წლის 15 აპრილს, გუმათში, ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის შემდეგ დააკავა. პოლიცია მათ ჯგუფურ ძალადობას ედავება.

იტვირთბა....