ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, ისრაელის არმია „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას გეგმავს

მედიის ცნობით, ისრაელის არმია „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯოურნალი” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელი ამ გზით შეეცდება, გვირაბებიდან მებრძოლებს გამოსვლა აიძულოს. „უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით, ისრაელის არმიამ, სულ მცირე, ხუთი სატუმბი დაამონტაჟა იძულებთ გადაადგილებული პირების ბანაკ აშ-შატის ჩრდილოეთით.

გამოცემის ინფორმაციით, ათასი კუბური მეტრი წყლის გვირაბებში გაშვების შემთხვევაში, მთელი ქსელის დატბორვა რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი.

იტვირთბა....