„ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, არჩევნებში ძველი პირადობის მოწმობის გამოყენების საკითხის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობას შეიძლება, არჩევნების გაყალბება დასჭირდეს იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ხმა არ აიღონ და საერთოდ არ გაქრეს ოპოზიცია მომავალ პარლამენტში.
„ასეთი დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანია, რომელიც ახალ აიდი ბარათებს უფასოდ აიღებს. რეგულაციებზე ჩანაწერს რაც შეეხება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც რაღაც შეხედულების გამო მაინც არ აქვს სურვილი, რომ აიღოს ახალი ბარათი, მასაც ექნება საშუალება, აიღოს ოღონდ დროებით, ერთ თვიანი ძველი პირადობის მოწმობა. ამით ვასრულებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციას, რომელიც გვეუბნება, რომ ახალ აიდი ბარათებზე კამპანია იყოს, რომ მოქალაქეებმა ახალი აიდი ბარეთები აიღონ, მაგრამ უზრუნველყავით ის, რომ ყველამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამ სამასი ათასი ადამიანის უდიდესი რაოდენობა ახალ აიდი ბარათებს აიღებს და დაახლოებით რამდენიმე ასეული შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა შეხედულების გამო აიღოს ძველი პირადობის მოწმობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. ამავე პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. ამასთან, პარლამენტი იხილავს დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არაელექტრონული – ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.

