ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნორმალურ ვითარებაში ოთარ ფარცხალაძე ქართული მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს და უნდა იქნას დაპატიმრებული“ – საბა ბუაძე

გუშინ აშშ-ის მიერ მიერ ფსბ-ს აგენტობის მოტივით დასანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თბილისში ჩამოვიდა.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ფარცხალაძის შესახებ გააკეთა განცხადება.

ბუაძის თქმით, იმ პირობებში, როცა “ხელისუფლება პუტინის რუსეთს ემსახურება”, დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ხელშეუხებელია.

„ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს. პუტინის ინტერესებშია, რომ ის საძალაუფლებო ვერტიკალი, რომელიც ივანიშვილის ირგვლივ არის შემოკრებილი, თავისუფლად აგრძელებდეს ძირგამომთხრელ საქმიანობას ამ ქვეყანაში და ზუსტად ამიტომ დასეირნობს ფარცხალაძე თავისუფლად საქართველოში“, – აღნიშნა ბუაძემ.

იტვირთბა....