ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დანიის სანაპიროსთან 130 კგ-იანი ბომბი აფეთქდა, რომელიც შემთხვევით მეთევზემ იპოვა

დანიის სანაპიროსთან 130 კილოგრამიანი ბომბი აფეთქდა, რომელიც მეთევზემ შემთხვევით, ბალტიის ზღვის ლანგელანის კუნძულის სამხრეთით იპოვა.

ბომბი სანაპიროდან 3.2 კილომეტრში, 12,5 მეტრის სიღრმეზე აფეთქდა.

ასევე დანიის არმიის სარდლობის სპიკერმა აინ ამრიპურმა სააგენტო Ritzau-ს განუცხადა, რომ მეთევზე დღეს, დილის 7 საათზე, დანიის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

ამრიპური ამბობს, რომ ინციდენტი უჩვეულო არ არის.

იტვირთბა....