ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტანზანიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა

ტანზანიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა, დაშავებულია 85-ზე მეტი პირი, თუმცა, ეს მონაცემები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მედია წერს, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.

წვიმა ქალაქ კატეშში, დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, შაბათს დაიწყო. ტანზანიის მეტეოროლოგიური სააგენტოს გაცხადებით, წვიმები მიმდინარე თვეშიც გაგრძელდება.

იტვირთბა....