ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინდოეთში შეიარაღებული ჯგუფების შეტაკებისას 13 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის შტატ მანიპურში შეიარაღებული ჯგუფების შეტაკებისას სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა

ოფიციალური პირის თქმით, დაფიქსირდა “მასიური” სროლა.

“ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ დაუყოვნებლივ დავაიდენტიფიციროთ დაღუპული ცხედრები. არც ის შეგვიძლია ვთქვათ, რომელ ბოევიკთა ჯგუფებს მიეკუთვნებიან ისინი. შესაძლებელია, რომ მსხვეპლების იარაღი მათი მოკვლის შემდეგ წაიღეს.” – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

3 მაისიდან მოყოლებული დაჯგუფებეს შორის შეტაკებებმა სულ მცირე 180 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტომობრივი თემები შტატის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანია.

იტვირთბა....