ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არაფერი სკანდალური ამაში არ არის” – თალაკვაძე ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლაზე

“ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე ყოფილი მთავარი პროკურორის, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლას ასე ეხმაურება :

“ეს საკითხიც იქნება სათანადო კანონიერი კონტროლის ქვეშ, ასე რომ, არაფერი სკანდალური ამაში არ არის და რაღაც ახალი სენსაცია აქედან უბრალოდ არ გამოვა. ის, რასაც ადრე ამბობდით პირდაპირ ეწინააღმდეგება. პირდაპირ გითხარით რას ამბობდით ადრე და რას ამბობთ დღეს. ანუ, თუ თქვენივე სიტყვებით ის გააპარეს, ან გაიქცა საქართველოდან ხელისუფლების ხელშეწყობით, დღეს თქვენივე სიტყვები არის, რომ ის დაინახეთ აეროპორტში, როგორ ჩამოვიდა საქართველოში. როგორ ხართ-თქო, უბრალოდ მოგიკითხეთ ამასთან დაკავშირებით, თქვენს წინა განცხადებებთან მიმართებაში. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის კანონიერი ინტერესების სადარაჯოზე, როდესაც საზოგადოება ამას ითხოვს და ამას საჭიროებს. ასე რომ, სხვას აქ ვერაფერს ვერ გეტყვით.” – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....