პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს. ისინი ბენზინგასამართ სადგურზე დააპატიმრეს.
იმავე პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა სადგურის თანამშრომელს საწვავის შევსება სთხოვეს, ამ დროს ერთმა მასთან საუბარი გააბა, მეორემ კი სადგურის ადმინისტრაციული ოთახი გაქურდა.
სავარაუდო დამნაშავეები გაქცევის მცდელობისას დააკავეს. დაკავებულები არიან 26 და 27 წლის ახალგაზრდები.
მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ორ ფაქტზე წაუყენეს და სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.