გუშინ, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინცინდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც, დაჭრილია ორი ადამიანი, მათ შორის – საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე – 39 წლის მამაკაცი.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ის ნოდარ ვაშაკიძეა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.