ლევან ხაბეიშვილი და ენმ-ის ლიდერები აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც 4-7 დეკემბერს, პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ, IDU-ს ფორუმს დაესწრებიან, 8 დეკემბერს კი, ნიუ იორკში, შეხვდებიან ქართველ ემიგრანტებს.
„ვაშინგტონში დავესწრებით პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში , IDU-ს ფორუმს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იქნება ამ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება 4-დან
7დეკემბრის ჩათვლით. დღის წესრიგი და მთავარი საკითხები ამ ფორუმზე იქნება უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება მსოფლიოში და ავტოკრატიების დასრულება. ასევე, გვექნება ოფიციალური შეხვედრები და მათ შორის შეხვდებით IDU-ს პრეზიდენტს სტეფან ჰარპერს. ამის გარდა, ვაშინგტონში და ნიუ იორკში იქნება მაღალი რანგის შეხვედრები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

