ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“არაერთხელ ვუთხარი ისრაელის ლიდერებს, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არის, როგორც მორალური პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი” – ოსტინი

არაერთხელ ვუთხარი ისრაელის ლიდერებს, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არის, როგორც მორალური პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

“ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელზე ზეწოლას, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ძლიერი ნაკადი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სწორი, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის კარგი სტრატეგია. გაკვეთილი არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ, გაიმარჯვოთ ურბანულ ომში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვით. ასე რომ, მე არაერთხელ ვუთხარი ისრაელის ლიდერებს, რომ ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა არის, როგორც მორალური პასუხისმგებლობა, ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი“ – განაცხადა ოსტინმა.

იტვირთბა....