რუსებმა ხერსონში მრავალსართულიანი კორპუსი და 2 საავადმყოფო დაბომბეს, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა – ინფორმაციას ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო და ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებენ.
რომან მროჩკოს ცნობით, საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.