ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვყავს მრავალფეროვანი ოპოზიცია, მათ შორის არიან მართლაც კონსტრუქციულები, თუმცა ჭარბობს მავნებელი, ქვეყნის, ხალხის და ევროპული მისწრაფების მტერი ოპოზიცია” – ოდიშარია

გვყავს მრავალფეროვანი ოპოზიცია, მათ შორის არიან მართლაც კონსტრუქციულები, თუმცა ჭარბობს მავნებელი, ქვეყნის, ხალხის და ევროპული მისწრაფების მტერი ოპოზიცია – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

“გამეორება ზედმეტია იმისა, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ჩვენ გვყავს მრავალფეროვანი ოპოზიცია, მათ შორის, არიან მართლაც კონსტრუქციულები, არიან ცოტა ეშმაკები და ჭკვიანები და სურთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების თვალში მოიხვეჭონ გარკვეული დამსახურება და გასწიონ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სიღრმისეული, მაგრამ ზედაპირული ღვაწლი ამ პროცესში, თუმცა სამწუხაროდ, ჭარბობს მავნებელი, ქვეყნის, ხალხის და ევროპული მისწრაფების მტერი ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკურ-მენშევიკური ფრთებისა და მათი მონატეხი მცირე ნაწილების სახით, რომელთათვისაც ეგზისტენციალური საფრთხეა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ 2024 წელს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად როგორც ყოველთვის, მაგრამ მშვიდ გარემოში და ისინი თავის სურვილს ვერ შეისრულებენ, რომელიც წარმოადგენს ძალაუფლების დაბრუნებას, რევანშს და დაუოკებელ სურვილს ფულის მოხვეჭისას“ – აღნიშნა ოდიშარიამ.

იტვირთბა....