ამსტერდამის აეროპორტში დიდთოვლობის გამო ასზე მეტი ფრენა გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “როიტერი“ ავრცელებს.
დიდთოვლობის გამო ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტის მიმართულებით 150-მდე ფრენა გაუქმდა.
ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM-ის წარმომადგენელმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ შუადღისას და საღამოს დაგეგმილი 65 ფრენა გააუქმა.