“უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს” – აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ ჩვენს საკუთარ ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაძლოს“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.