ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დმანისში არასრულწლოვანმა თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში 17 წლის არასრულწლოვანმა 65 წლის თანასოფლელი კაცი ცივი იარაღით დაჭრა.

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. არასრულწლოვანი კი სამართალდამცველებმა დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს

იტვირთბა....