Reuters-ის ცნობით, პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული პირი ტურისტებს თავს დაესხა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ელექტროშოკის გამოყენებით მალევე დააკავა საფრანგეთის მოქალაქე, 26 წლის მამაკაცი.
მამაკაცი ტურისტ წყვილს დანით დაესხა თავს და სასიკვდილოდ დაჭრა გერმანიის მოქალაქე.
ეჭვმიტანილი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ და დაკავების შემდეგ პოლიციას უთხრა, რომ იგი ღაზის სექტორში არსებული ვითარებით არის შეშფოთებული.