ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხაბეიშვილმა ასჯერ გადამხტარ-გადმომხტარი ხალხი დააბრუნა და ისინი გარიყა, ვინც პარტია აქამდე მხრებით მოიტანა” – დარეჯან ცხვიტარია

“ხაბეიშვილმა ასჯერ გადამხტარ-გადმომხტარი ხალხი დააბრუნა და ისინი გარიყა, ვინც პარტია აქამდე მხრებით მოიტანა” – ამის შესახებ ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.

“ოცნების“ ნამცეცებით გაავსო პარტია, ასჯერ გადამხტარ-გადმომხტარი ხალხი დააბრუნა პარტიაში და ვინც მართლა ერთგულია, სიცოცხლეს რომ გაიღებს სამშობლოსთვის, მხრებით რომ მოიტანა პარტია აქამდე, ის ხალხი ყველა გარიყა. როგორ შეიძლებოდა, ამისთვის თვალი გამესწორებინა. უსამართლობისთვის თვალი არასდროს გამისწორებია და არც გავუსწორებ, თუნდაც სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

იტვირთბა....