ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვშიშობ, ისრაელისა და „ჰამასის“ ომი დაჩრდილავს უკრაინაში კონფლიქტს” – ზელენსკი

ვშიშობ, ისრაელისა და „ჰამასის“ ომი დაჩრდილავს უკრაინაში კონფლიქტს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კმაყოფილი იყო თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა:

“შეხედეთ, ჩვენ უკან არ ვიხევთ, კმაყოფილი ვარ. ჩვენ მსოფლიოში მეორე საუკეთესო არმიით ვიბრძვით და კმაყოფილი ვარ, თუმცა ჩვენ ვკარგავთ ხალხს და მე ამით არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ არ მივიღეთ ყველა ის იარაღი, რაც გვინდოდა, რითაც ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაგრამ ასევე არ შემიძლია ზედმეტად პრეტენზიის გამოთქმა. არ არის საკმარისი ძალა სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ. დარწმუნებული ვართ ჩვენს ქმედებებში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჩვენია“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....