ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მკვლელობა საგარეჯოში – დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საგარეჯოში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლესა და მის ქმარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული საზოგადოების ნაწილისგან დამცირებას და შეურაცხყოფას განიცდიდა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება ორი დღის წინ წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ მას, როგორც ქალს, პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება არ ჰქონდა.

იტვირთბა....