ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით გასულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარტიის ახალ მენეჯმენტთან შეგვექმნა გადაულახავი პრობლემები, რაც უკავშირდება პოლიტსაბჭოს დაშლის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური არჩევნების ჩატარებას.
ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა ჩვენი მოძრაობიდან.
ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს პარტიის თავმჯდომარე, რათა დისკუსია ერთობაზე და პარტიის მებრძოლი წევრების რეინტეგრაცია გახდეს შესაძლებელი.
ამ პოზიციას იზიარებს და ხელს აწერს:
საკრებულოს დეპუტატი შირვან შირინიანი
საკრებულოს დეპუტატი არმენ ჰუნანიანი
მელიქ რაისიანი
ანდრანიკ მამულიანი
ვართან ჩოკანდარიანი
არტურ მკოიანი
არმენ ჰაკობიანი
მიშა ჰაკობიანი
მთელი პარტიის შემადგენლობა არჩევნებამდე”

იტვირთბა....