პარტიის თავმჯდომარის საკითხი ამოწურულია და არ განიხილება. ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიპი ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას. რამდენიმე რეგიონის შემდეგ ამჯერად მოქმედ მენეჯმენტს ღიად თბილისის საკრებულოს 6 წევრი დაუპირისპირდა.
დეპუტატები ითხოვენ, რომ გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი და პარტიის მართვის სადავეები ნეიტრალურმა მმართველმა ორგანომ გადაიბაროს. თუმცა ენმ-ში არანაირ ალტერნატიულ წინადადებას არ განიხილავენ. ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ პარტიის თავმჯდომარის გარეშე დატოვება განაჩენის ტოლფასია.

