ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მადრიდის მახლობლად ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა – არიან დაშავებულები

ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც საფრენი აპარატის ნაწილი დაეცა.

მომხდარის სავარაუდოდ მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. შვეულმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ერთმა მათგანმა თავისით შეძლო გამოსვლა, მეორე კი მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

იტვირთბა....