ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტმა ხასო ხანგოშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პანკისის ხეობის უხუცესი, ხასო ხანგოშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტი პანკისის ხეობის სოფელ დუისში თავად ჩავიდა და ჯილდო უხუცესის მეუღლეს გადასცა.

„ქალბატონო დარიკო, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა და ეს ჯილდო არ არის მხოლოდ თქვენი ოჯახისთვის გადმოცემული ჯილდო, არამედ ეს არის ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის გადმოცემული ჯილდო.

მე ვიცი, რომ ბატონი ხასო ასევე მუშაობდა ძველ ადათ-წესებზე, ძველი სამართლის ძეგლებზე და ესეც გვავიწყდება, რომ იმ ქვეყანაში, როცა ზოგჯერ სამართლის პოვნა გვიჭირს, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადგილობრივი სასამართლოები უძველესი დროიდან გვქონდა და ქართული მთა, ზოგადად, ძალიან მდიდარი იყო სწორედ ამ ძველი სასამართლოებით.

სანამ ჩვენ დღევანდელ ინსტიტუტებზე გადავიდოდით, რომელთა გაძლიერება ზოგჯერ გვიჭირს, ბატონი ხასო, როგორც უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, სწორედ ამ ძველ ინსტიტუტებს წარმოადგენდა, რომელიც ბევრად ადრე ამ ქვეყნის საყრდენი იყო, ამიტომ ზოგჯერ საჭიროა დავუბრუნდეთ ჩვენს ძირებს და იმ ძირზე ავაშენოთ ხვალინდელი მომავალი, რომელიც ასე გვჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ხასო ხანგოშვილი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, საკუთარ სახლში, 14 ნოემბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....