ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„თუ ეს დადასტურდა, რექტორი კინწისკვრით უნდა გამოაგდო უნივერსიტეტიდან“ – გოცირიძე პრეზიდენტისთვის ლექციების დაბლოკვაზე

პარლამენტარი რომან გოცირიძე თსუ-ის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის ლექციის ჩატარებაზე უარის თქმის საკითხს გამოეხმაურა.

„ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა და თუ ეს დადასტურდა, პირდაპირ კინწისკვრით უნდა გამოაგდო უნივერსიტეტის რექტორი იმ შენობიდან. ამის ძალა და გამოცდილება აქვს სტუდენტობას. უნდა გაიხსენოს რექტორმა, თუ რა შეუძლია სტუდენტობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ტვ პირველმა“ გაავრცელა წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პრეზიდენტს ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრა. ის 3 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო.

იტვირთბა....