პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრის“ ეთერში, სხვადასხვა თემასთან ერთად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე ისაუბრა.
„ისეთი „სტაბილურობა“, როგორიც „ქართულ ოცნებაშია“, მე ვიცი ერთადერთი ადგილი, სადაც ასეთი სტაბილურობაა – ეს არის სასაფლაო. სასაფლაოზე სიწყნარე და სიმშვიდე უნდა ინატროს ადამიანმა, მაგრამ ჩემმა მტერმა ინატროს ეგ. ქვეყანაში პოლიტიკის განხილვის დროს საუბრობენ, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და გამოდის, რომ „ქართულ ოცნებას“ აღელვებს „ნაციონალური მოძრაობა“. თუ ასეთი მაგრები არიან და თუ ასეთი დაცემულია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რატომ ნერვიულობენ და ყოველდღე, დილიდან საღამომდე რატომ საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემებზე? რაც შეეხება თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიტუაციას – გადაწყვეტენ, სჯობს ეს პრობლემები ახლა გადაწყდეს, ვიდრე გაზაფხულზე იჩინოს თავი“, – განაცხადა სანიკიძემ.