ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები” – ხაბეიშვილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება. როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ოპოზიციონერ დეპუტატებს მმართველი პარტიის წევრები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებდნენ, რადგან ის ხალხის მოთხოვნებს არ ასახავს.

გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული ქოცების დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს!

ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები.

ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს…” – წერს ხაბეიშვილი.

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე – ერთმანეთს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება 2023 წლის ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას მოჰყვა. ცვლილებებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აკრიტიკებდნენ.

იტვირთბა....