საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი საქართელოს მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრებს გარეთ, მათ შორის, ძალიან ბევრი არალეგალი და არაფერი კეთდება და სხვათშორის, არცერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა, რომ ეს რაოდენობა, რიცხოვნობა ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში და ეს არის მათი უფლება, გაიზარდოს. რატომ? იმიტომ, რომ ყველას ჰქონდა ინტერესი იმის, რომ ის პატარა ჯგუფი, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის კარგად მოკალათებული, იმათი მონაწილეობა არჩევნებში ითვლებოდა სრულიად საკმარისად და რატომ ავიტკიოთ თავი და დავიწყოთ რაღაც კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნებოდ, დიასპორის საარჩევნო უფლებები თუ მოქალაქეების გამარტივების საკითხი. რატომ დუმს საზოგადოება, როცა, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში არის ვიღაცა, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ? უნდა იყოს ჩვცენი საზოგადოება ბევრად უფრო დაინტერესებული, რომ ეს ადამიანები, რომლებისგანაც ღებულობენ ხშირად ტრანსფერებს, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ღებულობდნენ მონაწილეობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

