საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საზღვარგარეთ, ქართველი ემიგრანტებისთვის მეტი საარჩევნო უბნის გაკეთება ეხება.
„მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ამას არ გააკეთებს ხელისუფლება, ვფიქრობ, რომ მაინც არის შესაძლებელი, რომ გაიხსნას უფრო მეტი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც არიან უფრო დიდი რაოდენობით ემიგრანტები წარმოდგენილი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია მათთვის გადაადგილება. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რომ ემიგრანტებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, გაეფანტოთ ის არასწორი შიშები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მათი მხრიდან ხმის მიცემის პროცედურას“, – განაცხადა ლომჯარიამ.