რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთო-ს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ს მიმართებაზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, დასავლურმა ელიტებმა, რომლებმაც მიისაკუთრეს კაცობრიობის ბედის განსაზღვრის უფლება, გააკეთეს ახლომხედველური არჩევანი არა ეუთოს სასარგებლოდ, არამედ NATO-ს სასარგებლოდ, შეკავების ფილოსოფიის სასარგებლოდ, გეოპოლიტიკური თამაშების სასარგებლოდ ნულოვანი შედეგით. ერთ-ერთი საკვანძო შემადგენელი ამ ხაზის იყო უკანმოუხედავი ექსპანსია ნატოსი აღმოსავლეთისკენ, მას შემდეგ რაც ვარშავის ხელშეკრულება გაუქმდა, თუმცა როგორც ვფიქრობდით, ბიპოლარული წინააღმდეგობის დასრულება NATO-ს არსებობის საჭიროებას ართმევდა.
NATO-ს და ევროკავშირის სახელმწიფოებმა საკუთარი ხელებით დაანგრიეს ეუთოს სამხედრო პოლიტიკური განზომილება. 1999 წლიდან ნატოელებმა იუგოსლავიის წინააღმდეგ – ეუთოს და გაეროს წევრი ქვეყნის მიმართ, დაუფარავი, უხეში აგრესია ჩაიდინეს.
2008 წელს კი უსაფრთხოების საბჭოს 12/44 რეგულაციის დარღვევით და ჰელსინკის შემაჯამებელ აქტში დაფიქსირებული ევროპის საზღვრების დაურღვევლობის შესახებ ჩანაწერის მიუხედავად, სერბეთს ჩამოაცილეს კოსოვო, ყოველგვარი რეფერემდუმის გარეშე. იგივე NATO-ს ქვეყნებმა, რომლებიც არიან ეუთოს შემადგენლობაში, ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს თბილისი და კიევი შემოიტყუეს NATO-ს წევრობის დაპირებით, მიზანი იყო ძალიან მარტივი – აემხედრებინათ რუსეთის წინააღმდეგ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისიფლებაში მოვიდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ვარდების რევოლუციით, ბუქარესტში მიცემული კარტბლანში სრულად შეასრულა. 2008 წლის აგვისტოში ბრძანება გასცა დაებომბათ სამხრეთ ოსეთში ქალაქები, ცეცხლი გაეხსნათ სამშვიდობოებისთვის, რომლებიც იქ იდგნენ ეუთოსთან შეთანხმებით. ეს პროვოკაცია აშშ-მა მოამზადა, რომელმაც საქართველოში ჩაუშვა პროგრამა “გაწვრთენი და აღჭურვე” – რაც ასწავლა ვაშინგტომა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა,“ – განაცხადა ლავროვმა.