ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაზე ისაუბრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მიმდინარე მინისტერიალზე?

მაკედონიის დედაქალაქში ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.

„არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში ამ ორგანიზაციას აქვს განსაკუთრებული როლი, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. ასევე, არის უმნიშველოვანესი პლატფორმა ვისაუბროთ, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე და სწორედ ამ პლატფორმის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის ვიმყოფებით აქ. აქ არიან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს არის პლატფორმა, რომელსაც ვიყენებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა ღონისძიების დაწყებამდე.

იტვირთბა....