მაკედონიის დედაქალაქში ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს.
სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ დღეს ლავროვს მოუწევს მოისმინოს, რომ ევროკავშირი და ეუთო რუსეთის წინააღმდეგ ერთიანია.
„ლავროვმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველასგან, თუ რატომ გმობენ რუსეთს და რატომ არის ის იზოლირებული. კარგი შემთხვევა იქნება მისთვის, ამ შეხვედრის მონაწილეებისგან პირდაპირ მოისმინოს, თუ რატომ გმობენ რუსეთს და რატომაა ის იზოლირებული. შემდეგ კი ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და შეატყობინოს კრემლის მეთაურს, რომ ევროკავშირი და ეუთო რჩებიან ერთიანი რუსეთის აგრესიული, უკანონო ქცევის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბორელმა.
მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.