ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„ჩვენს ხალხებს შორის არის კონფლიქტი და მის დასაძლევად უნდა ვისაუბროთ“ – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი

[su_quote] ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს ნელა ხდება. ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პრობლემის როგორღაც დაძვრა მკვდარი წერტილიდან. ახლაც ამ აზრზე ვარ. ჩვენს ხალხებს შორის არის კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია მრავალი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით და ამ კონფლიქტის დასაძლევად ჩვენ უნდა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ურთიერთგაგებისა და შემდგომი თანაცხოვრების გზები. [/su_quote]

– განაცხადა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ.

შეგახსენებთ, შამბამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს წევრთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

იტვირთბა....