იერუსალიმის შესასვლელთან სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, მათგან 2 მძიმედ.
პოლიციის ცნობით, დაახლოებით დილის 7:40 საათზე ორი პალესტინელი შეიარაღებული პირი გადმოვიდა მანქანიდან ვაიზმანის ქუჩაზე, დედაქალაქის მთავარ შესასვლელთან და ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნა.
იერუსალიმის მერმა ქალაქში უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ განაცხადა. ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.
თავდამსხმელები იყვნენ ძმები მურად ნამრი, 38 წლის და იბრაჰიმ ნამრი, 30 წლის, აღმოსავლეთ იერუსალიმის უბნიდან, სურ ბაჰერიდან. მედიის ცნობით, ისინი ჰამასის წევრები იყვნენ და ადრე ციხეში იყვნენ ტერორისტული საქმიანობისთვის.
Surveillance camera footage shows the shooting attack at the entrance to Jerusalem this morning. Two people were killed, and at least seven others were hurt. Two off-duty soldiers and an armed civilian shot the terrorists dead. pic.twitter.com/CwucVb5IV7
— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) November 30, 2023