ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვინც არ უნდა მოიწონოს, სულ რომ ჩრდ. კორეა იყო, არ მაინტერესებს“ – მდინარაძე სიმონიანის ქებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე, საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კრემლის პოროგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეფასებას გამოეხმაურა.

„ოდნავ მაინც, ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს, ამ შემთხვევაში ისინი ქებას კი არ დაგვიწყებდნენ, ძალიან კარგად იციან მათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში, ამ რაკურსში მათი განცხადებები, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება აღიზიანებდეს “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს, ან ზოგადად “ქართულ ოცნებას”. ამის მიუხედავად, ისინი რომ ხელს უწყობენ ნაცმოძრაობის კლასტერის პროპაგანდას, ეს მოსაკითხი ამბავია. ეს შეიძლება შემთხვევითი და დამთხვევაც არ იყოს, ან იყოს, ან პირიქით და სპეციალურად აკეთებდნენ ამას. […]

დიახ ეს ასეა, სანქციების დაწესება დააზიანებდა და დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველებს, ახლა ვინც არ უნდა მოიწონოს ეს, სულ რომ ჩრდილო კორეა იყოს, ან ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი, დაუშვათ, ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სიმართლე“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მარგარიტა სიმონიანმა სოცილურ ქსელში მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა.

იტვირთბა....