აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსამართლეებს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს – კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო, სანქციები დაუწესა.
გაასაჩივრებს თუ არა სახ. დეპ. – ის ამ გადაწყვეტილებას ლევან მურუსიძე?
ამის თაობაზე მან „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.
„სიმართლე გითხრათ, სანქციების საკითხი არ მაწუხებს იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ, შესაბამისად, გავყვები და რაც იქნება ეგ არის. ყოველ შემთხვევაში, იცით, რა არის? მე რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ადვოკატი დავიქირაო და მას ასი ათასობით თანხა ვუხადო დავადასტურებდი, რომ ნამდვილად ის არის იმიტომ, რომ ასი პროცენტით მართალი ვარ. ერთი სიტყვით, ყველაფერი დალაგდება, ასე მგონია იმიტომ, რომ მართალი ვარ. ვნახოთ, რა იქნება, როგორ იქნება“, – განაცხადა მურუსიძემ.