საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ცოტა ხნის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეხვდა იმ სტუდენტებს, რომლებიც მის კამპანიაში „შენი ხმა ევროპას“ არიან ჩართულები.
„ვერავინ ვერ შეაფერხებს ხალხის კამპანიას“, – თქვა ზურაბიშვილმა “მთავარ არხთან”.
შეგახსენებთ, ზურაბიშვილმა თსუ-ის რექტორი, ჯაბა სამუშია გააკრიტიკა. პრეზიდენტის თქმით, მას არ ესმის, რატომ არ აძლევს რექტორი სტუდენტებს საშუალებას, მაგიდები უნივერსიტეტის შიგნით დადგან და ხელმოწერები ამ ფორმით შეაგროვონ.
სტუდენტები ხელმოწერებს პირველი კორპუსის წინ, ქუჩაში აგროვებენ.
ფოტო: „მთავარი არხი“