ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ენმ-ს პრობლემა არ არის არც მელია, არც ხაბეიშვილი, ამ პარტიაში მოქმედებენ სხვისი კარნახით, ეს არის პრობლემა“ – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე ისაუბრა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების არეალი, მოქმედებენ სხვისი კარნახით, არათუ ქართველი ხალხის ინტერესების საფუძველზე, არამედ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს არის პრობლემა. ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, როგორი სტრუქტურა ექნებათ, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვიდრე მათი ლიდერი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში ასარევად. ასეთ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ როცა ვსაუბრობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....